რასიზმთან დაკავშირებული სკანდალი რუსეთში - პოგბა და დემბელე სანკტ-პეტერბურგში შეურაცხყვეს [ვიდეო]
რასიზმთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთისა და საფრანგეთის ნაკრებთა ამხანაგური მატჩის შემდეგ.
თამაშის მიმდინარეობისას, ფრანგი ფეხბურთელების – უსმან დემბელესა და პოლ პოგბას მისამართით რასისტული შეძახილები ისმოდა, – ამას ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ფოტოგრაფი ადასტურებს, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. მისი სიტყვებით, სკანდირება პოგბას მიმართულებით 73-ე წუთზე ისმოდა, როცა ფეხბურთელი ბურთს შეეხო.
მოგვიანებით, შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა – რასისტული შეძახილი მკაფიოდ ისმის მაშინ, როცა “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი 73-ე წუთზე ბურთს იღებს და ორ რუსს ფეხბურთელს ატყუებს. ამ დროს პოგბა პროვოკაციას არ წამოეგო და ეპიზოდი გააგრძელა.
ინციდენტს უკვე გამოეხმაურა ორგანიზაცია “ფეხბურთის ევროპაში რასიზმის წინააღმდეგ” (FARE) დირექტორი პიარ პაუერი. მან მოუწოდა ფიფას – სასწრაფოდ დაიწყოს მომხდარზე გამოძიება.
“მოყვანილი მტკიცებულება საკმარისია იმისთვის, რომ საქმის გარჩევა დაიწყოს”, – მოჰყავს სააგენტო AP-ს პაუერის სიტყვები.