რუსეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის 27-ე ტურის მატჩი პიატიგორსკის “მაშუკსა” და ნაზრანის “ანგუშტს” შორის დათვმა ტიმამ გახსნა.
რუსეთის რანგით მესამე საფეხბურთო ლიგის მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე, სარბენ ბილიკზე გაწვრთნილი დათვი გამოიყვანეს, რომელიც უკანა თათებზე დაჯდა და რამდენჯერმე ტაში დაუკრა. შემდეგ კი ბურთი გადასცა შეხვედრის მთავარ არბიტრს.
მოგვიანებით, გაჩნდა იდეა, რომ ტიმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზეც მიიწვიონ, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციებში კი ამ ეპიზოდმა აღშფოთება გამოიწვია .