რუსეთს ოლიმპიური თამაშებისთვის სახელი მოუფიქრეს
რუსეთს ოლიმპიური თამაშებისთვის სახელი მოუფიქრეს

როგორც ცნობილია, რუსი სპორტსმენები ტოკიოს ზაფხულისა და პეკინის ზამთრის თამაშებზე საკუთარი ქვეყნის სახელით ვერ გამოვლენ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ რუსი ათლეტების გასწვრივ, ქვეყნის გრაფაში მითითებული იქნება ინგლისურენოვანი აბრევიატურა – ROC, რაც რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს ნიშნავს.

ამასთან, რუს სპორტსმენებს აკრძალული ექნებათ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სრული სახელწოდების დასახელება.

რუსეთის დროშის ნაცვლად, რუსი ოლიმპიელები გამოიყენებენ თეთრ დროშას რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ემბლემით. ამასთან, ემბლემაზე ფერები უნდა შეიცვალოს, რათა გამოირიცხოს თეთრ ნაჭერზე რუსეთის დროშის არსებობა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) მიერ დაწესებული სანქციების გამო, რუსეთს აკრძალული აქვს 2022 წლის ბოლომდე მსოფლიოს ჩემპიონატებსა და ოლიმპიადებზე საკუთარი დროშისა და ჰიმნის გამოყენება.

დატოვე კომენტარი