ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | კობა ქარუმიძე მსოფლიო ჩემპიონია, ანრი ფუტკარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ლას ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში კობა ქარუმიძე (55 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა ფალავანმა ფინალში ინდოელი ვიშავით მორე ბოლო წამზე მოპოვებული ქულით (12-12) დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გახდა ანრი ფუტკარაძე (77 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის დაპირისპირება სომეხ სამველ ტერტერიანს მოუგო.
ცნობისათვის, 14 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატზე თორნიკე მიქელაძემ (82 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.