რუსეთის თასი ქართველებმა აღმართეს - კვირკველია დისკვალიფიცირებული იყო, კვარაცხელიამ პირველად მოიგო
რუსეთის თასი ქართველებმა აღმართეს - კვირკველია დისკვალიფიცირებული იყო, კვარაცხელიამ პირველად მოიგო
საბა კვირკველია და ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში რუსეთის თასის მფლობელები გახდნენ.
 
გადამწყვეტი შეხვედრა სამარაში გაიმართა – მოსკოველები ფინალში ეკატერინბურგის „ურალს“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხეს მეტოქე.
საბა კვირკველიამ თასის ნახევარფინალში „როსტოვთან“ განმეორებით შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და ამის გამო მოუხდა ფინალის გამოტოვება. ხვიჩა კვარაცხელია კი მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა მოედანზე მატჩის მიწურულს, 94-ე წუთზე შეუშვა.
კვერკველიამ თავის კარიერაში თასი მესამედ აღმართა, ხოლო 18 წლის კვარაცხელიამ პროფესიულ ფეხბურთში პირველი ტიტული მოიპოვა. მოსკოვის „ლოკომოტივმა“ რუსეთის თასი მერვედ მოიგო, ბოლო სამ წელიწადში კი – მეორედ. აღსანიშნავია, რომ ბოლოს ეს „რკინიგზელებმა“ 2017 წელს მოახერხეს და მაშინაც ფინალში „ურალი“ დამარცხეს 2:0.