რუსეთის საფეხბურთო კავშირთან თანამშრომლობა „ადიდასმა“ შეწყვიტა #1TVSPORT
სპორტულის პროპდუქციის მწარმოებელმა ცნობილმა გერმანულმა ბრენდმა „ადიდასმა“ შეაჩერა თანამშრომლობა რუსეთის ფეხბურთის კავშირთან – ინფორმაციას გამოცემა The Financial Times ავრცელებს.
გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკავშირდება, რომლის შედეგადაც არაერთი უკრაინული ქალაქი დაიბომბა.
„ადიდასი აჩერებს თანამშრომლობას რუსეთის ფეხბურთის კავშირთან. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გერმანული ბრენდის წარმომადგენლებმა Financial Times-ისთვის გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ფიფა-მ და უეფა-მ გადაწყვიტეს რუსეთის წარმომადგენლები (როგორც კლუბების, ასევე ეროვნული გუნდების) საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთა.