სპორტის კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (მსოფლიოს საფეხბურთო ლაბორატორია) 2000 წლის შემდეგ დაბადებული ახალგაზრდა ფეხბურთელები სათამაშო დროის მიხედვით დაასახელა.
სიაში მხოლოდ ევროპის ტოპ-5 ლიგის მოთამაშეები მოხვდნენ. პირველზე 19 წლის შვედი თავდამსხმელი დეიან კულუშევსკია , რომელიც „ატალანტადან“ „პარმაში“ იჯარით გაუშვეს – მან მიმდინარე სეზონში 21 მატჩი (1797 წუთი) ჩაატარა, ანუ შესაძლო დროის 95 პროცენტი. სამეულში არიან 19 წლის სანდრო ტონალი „ბრეშიადან“ .(94 პროცენტი) და მაქს აარონსი (92%).
რუსულ მედიაში აღმოაჩინეს, რომ რუსეთის პრემიერლიგაში ანალოგიური მაჩვენებლების გამოანგარიშებით საუკეთესოებში მხოლოდ ქართველი მოხვდებოდა. რეგულარულად, 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელებიდან მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი თამაშობს – რუსეთის პრემიერლიგა ტოპ-5-ში რომ შედიოდეს, დავითაშვილი სპორტის კვლევების საერთაშორისო ცენტრის რეიტინგში მეშვიდე ადგილს დაიკავებდა – ყაზანის „რუბინის“ 18 წლის ნახევარმცველმა სეზონზე 15 მატჩი ჩაატარა, ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში და 1209 წუთი დაუგროვდა. ეს სათამაშო დროის 70 პროცენტია.
„რუბინის“ ნახევარმცველზე უფრო მეტი მატჩი მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა, ასეევ ქართველმა – 18 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა, რომელმაც 17 შეხვედრა ჩაატარა. მაგრამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე ბოლო წუთებზე ჩნდება და მხოლოდ 650 წუთი, ანუ შესაძლო სათამაშო დროის 38 პროცენტი აქვს.