რუსეთის პრემიერლიგა 21 ივნისს განახლდება
რუსეთის პრემიერლიგა 21 ივნისს განახლდება

რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება პრემიერლიგის სეზონის 21 ივნისს განახლების შესახებ. ქვეყნის ჩემპიონატი მარტიდან შეწყვეტილი იყო.

ყველა მატჩი ცარიელ სტადიონებზე ჩატარდება. გუნდებს თამაშებისას ხუთ-ხუთი ფეხბურთელის შეცვლა შეეძლებათ.

ამასთან, ვადაზე ადრე დასრულდა სეზონი რანგით მეორე და მესამე დივიზიონებში.

პრემიერლიგის ბოლო ორი გუნდი გავარდება და მათ ადგილს ქვედა ლიგის ორი საუკეთესო გუნდი დაიკავებს. პლეი ოფის მატჩები არ ჩატარდება.