რუსეთის ნაკრების მწვრთნელი - ქართველებმა გვანერვიულეს და საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ #1TVSPORT
ევრო 2022-ის მეოთხედფინალში საქართველოსთან მოგებული შეხვედრის (1:3) შემდეგ რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერგეი სკოროვიჩმა პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„ყველამ იცოდა, რომ რთული თამაში იქნებოდა. საქართველოსგან კარგი თამაში არ გამკვირვებია, კარგად ვიცოდით, რომ ძლიერი გუნდია. ეს ყველაფერი აჩვენა ამ შეხვედრამაც, რომელიც ძალიან რთული გამოდგა და გამარჯვება დიდი ძალისხმევის შედეგად მოვიპოვეთ“, – განაცხადა სერგეი სკოროვიჩმა.
რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების კაპიტანიც გამოარჩია:
„თამაშის დროს ვნერვიულობდი, ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ ვერ გაგვქონდა. კუპატაძე რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და საქართველოს ნაკრებს, რა თქმა უნდა, მან სული შთაბერა. მეტოქემ საუკეთესო თამაშის ჩვენების საშუალება არ მოგვცა“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრების ევრო 2022-ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც 4 თებერვალს უკრაინას დაუპირისპირდება.