მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტეტმა ხმა მისცა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს სტატუსის აღდგენას, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
„მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ გადაწყვიტა, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო შეესაბამება მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსს“, – იტყობინება საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური გვერდი.
აღდგენას მხარი დაუჭირა აღმასრულებელი კომიტეტის 9 წევრმა, ორი წინააღმდეგი წავიდა (ნორვეგია და ახალი ზელანდია), ერთმა თავი შეიკავა.
ამასთან, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო ისევ დაკარგავს სრულუფებიანი წევრის სტატუსს, თუ ამ წლის ბოლომდე მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო არ მიიღებს წვდომას მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის სინჯებზე.