რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი საზონოვის არჩევანით აღშფოთებულია - კატეგორიულად არ ვეთანხმებით ასეთ ქცევას #1TVSPORT​
რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი საზონოვის არჩევანით აღშფოთებულია - კატეგორიულად არ ვეთანხმებით ასეთ ქცევას #1TVSPORT​

რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხეილ გალაკტიონოვი მოსკოვის „დინამოს“ მცველის, საბა საზონოვის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა – ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაში ამჯობინა.

მწვღთნელი Match TV-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საბა გუნდში მიიწვია, მაგრამ შეკრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე საზონოვმა ნაკრების ადმინისტრატორს აცნობა, რომ თამაშზე უარს ამბობდა.

„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ფეხბურთელის ასეთ ქცევას რუსეთის ნაკრებთან მიმართებაში. ორშაბათს დილით, მან რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების მენეჯერს აცნობა, რომ არ ჩამოვიდოდა, თუმცა ბოლო დღემდე იყო კავშირში ადმინისტრაციულ შტაბთან.

საბა საზონოვი „დინამოს“ საფეხბურთო კლუბის სხვა მოთამაშეებთან ერთად, გასულ კვირას გამოიძახეს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში. ჩემპიონატის მორიგი ტურის დასრულების შემდეგ გუნდის სამწვრთნელო და ადმინისტრაციული შტაბი ფეხბურთელების ჩამოსვლას ნოვოგორსკის ბაზაზე ველოდით. ყველა მოთამაშე დროზე მოვიდა, გარდა საზონოვისა.

ორშაბათს დილით ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების მენეჯერს აცნობა, რომ არ მოვიდოდა, თუმცა ადმინისტრაციულ შტაბთან ბოლო დღემდე კავშირზე იყო. ჩვენ არ გვინდა განვიხილოთ ფეხბურთელის პირადი გადაწყვეტილება სხვა ეროვნულ ნაკრების თამაშის შესახებ, რადგან ეს მისი პირადი სურვილია. მაგრამ ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით მოთამაშის ასეთ ქცევას რუსეთის ნაკრებთან მიმართებაში“, – განაცხადა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.