რუსეთი კიდევ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT
რუსეთი კიდევ ორმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა #1TVSPORT

რუსეთის ჩემპიონატი 4 ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა – „ურალიდან“ წამოსული ლუკა გაგნიძისა და ლუკა წულუკიძის პარალელურად, ვოლგოგრადის „როტორის“ დატოვების გადაწყვეტილება ილია ბერიაშვილმა და ბექა ქავთარაძემ მიიღეს.

ფიფა-მ და უეფა-მ რუსეთში და უკრაინაში მოთამაშე ლეგიონერებს საკუთარ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მისცა – მაგრამ მხოლოდ სეზონის ბოლომდე, სათამაშო პრაქტიკა რომ არ მოაკლდეთ. მაგრამ ეს ფაქტობრივად, უფასო იჯარაა და ზაფხულში ეს მოთამაშეები გუნდებს უნდა დაუბრუნდნენ.

როტორიდან“ და „ურალიდან“ წამოსული ფეხბურთელების მენეჯერები მუშაობენ, რომ ამ ოთხეულმა რუსული კლუბები ზაფხულის შემდეგაც დატოვონ. რეალურად, მათ კლუბი უკვე დატოვეს, რადგან ილია ბერიაშვილს და ბექა ქავთარაძეს „როტორთან“ კონტრაქტი ზაფხულამდე აკავშირებთ.