რუსეთი ჩაწყობილი თამაშებით მსოფლიო ლიდერია
რუსეთი ჩაწყობილი თამაშებით მსოფლიო ლიდერია

პატიოსანი ბეთინგის საერთაშორისო ასოციაციამ (IBIA) გამოაქვეყნა 2019 წლის პირველი სამი თვის ანგარიში ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით.

ამ პერიოდში, ორგანიზაციამ ბუკმეიკერთა დახმარებით მსოფლიოს სპორტში 37 საეჭვო მატჩი გამოავლინა.

ულაპარაკო ლიდერად რჩება ჩოგბურთი. ჩაწყობილი თამაშების თითქმის ნახევარი სპორტის ამ სახეობაზე მოდის.

25 „უცნაური“ მატჩი ჩატარდა ევროპაში. აქედან ხუთი – რუსეთში. ეს დამაჯერებელი პირველი ადგილია. მეორე ადგილი გაიყვეს ფინეთმა და თურქეთმა სამ-სამი ჩაწყობილი მატჩით.

რუსეთში ეს ხუთი საეჭვო მატჩი ხუთ სახეობაზე გადანაწილდა: ჰოკეი, ფრენბურთი, ჩოგბურთი, ხელბურთი და კალათბურთი.