რუსებმა სამარცხვინო წაგებები გაიხსენეს - პირველ ადგილზე თბილისის „ლოკომოტივთან“ გამოვარდნაა #1TVSPORT
რუსებმა სამარცხვინო წაგებები გაიხსენეს - პირველ ადგილზე თბილისის „ლოკომოტივთან“ გამოვარდნაა #1TVSPORT

„გამოცემა „ჩემპიონატმა“ რუსული კლუბების წლევანდელი ჩავარდნის გამო, ბოლო წლებში ევროსარბიელზე განცდილი ყველაზე სამარცხვინო წაგებები გაიხსენეს – ამ სიაში პირველ ადგილზე მოსკოვის „დინამოს“ მარცხი აღმოჩნდა, რომელსაც 2020 წელს ევროპის ლიგაზე თბილისში „ლოკომოტივმა“ 2:1 სძლია.

„მოსკოვის „დინამო“ – დედაქალაქურმა კლუბმა თავისი გზა ევროპა ლიგის მე-2 შესარჩევი რაუნდიდან დაიწყო. 2020 წლის სექტემბერში გამარჯვებული ერთი მატჩის შედეგების საფუძველზე გამოვლინდა. „დინამომ“ მოულოდნელად თბილისის მოკრძალებულ „ლოკომოტივთან“ გასვლაზე წააგო. მოსკოველებმა შესვენების შემდეგ ორი გოლი გაუშვეს. სტუმრებმა უპასუხეს კომლიჩენკოს მიერ შესრულებული პენალტით, მაგრამ ეს მომდევნო ტურში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა. „დინამო“ ევროპა ლიგის კვალიფიკაციიდან სამარცხვინოდ გამოვარდა“, – წერს „ჩემპიონატი“.

გამოცემამ გუნდის კაპიტნის, ანტონ შუნინის შეფასება გაიხსენა:

„ეს იყო ჩავარდნა. სხვა რა შეგიძლიათ თქვათ. მოსაწყენი თამაში და ამაზრზენი შედეგი – ევროგამოსვლას ასე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები“.

თბილისში დამარცხებისთანავე პრესაში გამოჩნდა ჭორები კირილ ნოვიკოვის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ. მაგრამ 39 წლის სპეციალისტმა თანამდებობა ორი კვირის შემდეგ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ რუსული კლუბები ევროსარბიელზე მიმდინარე სეზონში წარუმატებლად გამოვიდნენ. „სპარტაკმა“ ჩემპიონთა ლიგა დატოვა, „რუბინმა“ – კონფერენციათა ლიგა, ხოლო „სოჭი“ „პარტიზანთან“ დამარცხდა.