რუსების მედლებს ბრიტანელ ბობსლეისტებს გადასცემენ
რუსების მედლებს ბრიტანელ ბობსლეისტებს გადასცემენ

ბრიტანელი ბობსლეისტები ჯონ ჯექსონი, ბრიუს ტასკერი, სტიუარტ ბენსონი და ჯოელ ფირონი ნოემბერში მიიღებენ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლებს, – იტყობინება BBC.

მედლებს სპორტსმენებს ლონდონში საზეიმო ცერემონიისას გადასცემენ.

ბრიტანეთის ნაკრებმა სოჭში ბობსლეის ტურნირზე მეხუთე ადგილი დაიკავა, მაგრამ 2017 წელს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გააუქმა ორი რუსული ეკიპაჟის შედეგები. მათ ოქროსა (ალექსანდრ ზუბკოვი, ალექსეი ნეგოდაილო, დმიტრი ტრუნენკოვი, ალექსეი ვოივოდა) და ბრინჯაოს (ალექსანდრ კასიანოვი, მაქსიმ ბელუგინი, ილვირ ჰუზინი, ალექსეი პუშკაროვი) გადასცემენ.