რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიერ ერთა ლიგის ახალ გათამაშებაში სერბეთთან შეხვედრამდე გამოცემულმა სარეკლამო ბანერმა სერბები აღაშფოთა.
მომხდარს თავად რუსულ მედიაში გამოეხმაურნენ. ჟურნალისტმა ანდრეი მალოსოლოვმა სარეკლამო ბანერის იმ ჟესტს მიაქცია ყურადღება, რომელიც რუსეთში ვერავინ შენიშნა, მაგრამ რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ თავდამსხმელმა ფიოდორ სმოლოვმა სერბებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„რუსეთსა და სერბეთს შორის მატჩის დაწყებამდე გამოჩნდა სარეკლამო ბანერი, რომელშიც ფიოდორ სმოლოვი ხელის გულებით არწივს გამოსახავს. ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ ეს ალბანური არწივის სიმბოლოა. სერბებისთვის ეს კოსოვოში გენოციდის სიმბოლოა. ღმერთო, ვინ ჩაუდო ეს სმოლოვს თავში? თამაც, სერბებთან მატჩამდე!“ – გაკვირვებულია რუსი ჟურნალისტი.
არადა, ცნობილია, რომ სერბები რუსეთს მონათესავე და მეგობარ ქვეყანად მიიჩნევენ. ეს ჟესტი, ალბანური შავი არწივის სიმბოლო, შვეიცარიის ნაკრების ეთნიკურმა ალბანელებმა შერდან შაქირიმ და გრანიტ ჯაკამ მსოფლიო თასზე სერბეთის წინააღმდეგ შვეიცარიის ნაკრების გოლების შემდეგ გამოსახეს და ამით გულშემატკივრების პროვოცირება მოახერხეს. იგივე სიმბოლოს გამოსახვამ 2014 წელს სერბეთისა და ალბანეთის მატჩის დროს სერბების მძაფრი რეაქცია გამოიწვია.