ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა უეინ რუნიმ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად დაასახელა.
„ჩემი აზრით, არგენტინა – ტურნირის ფავორიტია. 2018 წლისგან განსხვავებით, მათ ბევრი სოლიდური ფეხბურთელი ჰყავთ ლიონელ მესის გარშემო. ასეთები არიან ლაუტარო მარტინესი, ლეანდრო პარედესი, როდრიგო დე პაული და, რა თქმა უნდა, ანხელ დი მარია.
გასულ წელს კოპა ამერიკაზე გამარჯვებამ მათ დამაჯერებლობა შესძინა და მოხსნა დაძაბულობა. ყატარის კლიმატი მათ ასევე ხელს აძლევს“, – მოჰყავს რუნის სიტყვები გაზეთ The Times-ს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინა ერთ ჯგუფში ითამაშებს პოლონეთთან, მექსიკასთან და საუდის არაბეთთან.