რუნიმ „დი სი იუნაიტედის“ გულშემატკივარს ბუცები აჩუქა [ვიდეო]
რუნიმ „დი სი იუნაიტედის“ გულშემატკივარს ბუცები აჩუქა [ვიდეო]

ინგლისის ნაკრების, „ევერტონის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ, რომელიც ამჟამად ამერიკულ „დი სი იუნაიტედში“ გამოდის, „მინესოტასთან“ რეგულარული ჩემპიონატის (MLS) თამაშის (2:1) შემდეგ, გულშემატკივარს თავისი ბუცები აჩუქა.

ინგლისელმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და რამე დასამახსოვრებელი არ გაუკეთებია.

27 მატჩის შემდეგ „დი სი იუნაიტედი“ ემელესის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. მათ ანგარიშზე 34 ქულაა.