რუმინეთში, რაგბის კავშირის პრეზიდენტის გადადგომისთვის, ხელმოწერებს აგროვებენ
სარაგბო სამყარო ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის, რუმინეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი წვერის, ალინ პეტრაკეს მუშაობით უკმაყოფილოა. რაგბის სპეციალისტები და გულშემატკივრები მოითხოვენ რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე პეტრაკემ და ფედერაციის სხვა მაღალჩინოსნებმა თანამდებობა დატოვონ.
პეტიციაზე ხელმოწერები 14 დეკემბერს დაიწყო და დღემდე უკვე 847 ხელმოწერა შეგროვდა. გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი გეგმა ქვეყნაში რაგბის განვითარებისთვის. მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები თვლიან, რომ ფედერაციის ამჟამინდელი მაღალჩინოსნები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ. ასევე წერილში ნათქვამია, რომ ალინ პეტრაკეს გუნდის არაეფექტური მუშაობის მიზეზი გახდა ის, რომ რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები პირველად მისი არსებობის ისტორიაში, მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატიდან დისკვალიფიცირებულია. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ ფედერაციის არაეფექტური მუშაობის გამო დატოვა რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი, ფრანგმა ტომას ლივრემონმაც. პეტიციის ინიციატორები ასევე წერენ რომ კატასტროფული მდგომარეობაა რუმინეთის ასაკობრივ ნაკრებებში, რის გამოც ძალიან ბუნდოვანია რუმინეთში რაგბის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.
პეტიციას ხელს მოქმედი და ვეტერანის სპორტსმენები, ასევე რუმინეთის რაგბის ნაკრების გულშემატკივრები აწერენ.