რუმინეთში ჭიდაობის სახეობებში ევროპის ჩემპიონატი იწყება
რუმინეთში ჭიდაობის სახეობებში ევროპის ჩემპიონატი იწყება

8-14 აპრილს ბუქარესტი ჭიდაობის სახეობებში ევროპის ჩემპიონატებს უმასპინძლებს. დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გავლენ და წინასწარ შეხვედრებს 57, 65, 70. 79 და 97 კილოგრამ წონითი კატეგორიის მოჭიდავეები ჩაატარებენ.

საქართველოს სახელით დღეს ოთარ გოგავა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე, ხოლო ნახევარფინალური ბლოკი 19:00 საათზე დიწყება.

10-12 აპრილს ევროპის ჩემპიონატზე გოგონები გამოვლენ, 12-14 აპრილს კი ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარზე ფალავნები მოსინჯავენ საკუთარ ძალებს.

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

57 კგ. ოთარ გოგავა (ხონი)
61 კგ. ბექა ლომთაძე (ქუთაისი)
65 კგ. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
70 კგ. ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
79 კგ. ნიკოლოზ კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ. სანდრო ამინაშვილი (თბილისი)
92 კგ. ირაკლი მწითური (თბილისი)
97 კგ. ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ. გენო პეტრიაშვილი (გორი).