რუმინეთმა საქართველოსთან მატჩისთვის ლეგიონერები დაასახელა #1TVSPORT
რუმინეთმა საქართველოსთან მატჩისთვის ლეგიონერები დაასახელა #1TVSPORT

რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირელ რადოიმ გამოაცხადა იმ ლეგიონერთა სია, რომლებიც ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ – 2 ივნისს პლოეშტში („ილიე ოანას სტადიონზე“) საქართველოს წინააღმდეგ, – 6 ივნისს კი ინგლისს შეხვდება.

მეკარეები: ფლორინ ნიცე (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), იონუჟ რადუ (მილანის ინტერი, იტალია);

მცველები: იონუი ნედელჩარუ (აეკ-ი ათენი, საბერძნეთი), ვლად ჩირიჩეში (სასუოლო, იტალია), კრისტი განია (არისი სალონიკი, საბერძნეთი), ადრიან რუსი (ფეჰერვარი, უნგრეთი, 5/0)

ნახევარმცველები: რაზვან მარინი (კალიარი. იტალია), ნიკოლაე სტანჩუ (სლავია პრაღა, ჩეხეთი), იანის ჰაჯი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია), ალექსანდრუ მაქსიმი (გაზიანტეპი, თურქეთი), ალექსანდრუ ბალუცე (პუშკაშის აკადემია, უნგრეთი), ერიკ ბიკფალვი (ურალი, რუსეთი), კონსტანტინე ბუდესკუ (დამაკი, საუდის არაბეთი), ალექსანდრო მიტრუცა (ალ-აჰლი, საუდის არაბეთი);

თავდამსხმელები: კლაუდიუ კეშერუ (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), დენის ალიბეკი (კაიზერი, თურქეთი).

რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ტრავმების გამო, ნაკრებს ვერ დაეხმარებიან თავდამსხმელები: დენის მანი, ვალენტინ მიჰაილა (ორივე – პარმა), გეორგე პუშკაში (რედინგი) და ფლორინ ანდონე (ვილიარეალი), ასევე მცველი ალინ ტოტსკა (გაზიანტები).