რუმინეთის სპორტის მინისტრი პირდაპირ ჩართვაზე ტრუსებში იჯდა [ვიდეო]
რუმინეთის სპორტის მინისტრი იონუც სტროე სახლიდან ონლაინ-ჩართვის დროს, უხერხულ და კურიოზულ სიტუაციაში მოხვდა.
მინისტრი ტელეარხ „პრო იქ“-ს (Pro X) კორონავირუსის პანდემიის შემდეგ სპორტული ცენტრების გახსნაზე კომენტარს აძლევდა. ერთ მომენტში მას კამერა დაუვარდა და გაირკვა, რომ სტროე ინტერვიუს პერანგსა და ტრუსებში გამოწყობილი აძლევდა. წამყვანმა გაკვირვების გამოხატვისგან თავი ვერ შეიკავა და მისი რეაქცია ინტერნეტში ნამდვილ მემად იქცა.
In other news…
Check out the TV presenter’s reaction when the Romanian Sports Minister’s camera slips 😂
— John JD Dalziel (@JohnDalziel) May 24, 2020
სრულად იონუც სტროეს თანამდებობა ასე ჟღერს: რუმინეთის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი.
რუმინეთში 13 ივნისს იგეგმება საფეხბურთო ჩემპიონატის განახლება.