რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი გეორგე ჰაჯი - ვიცოდი, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით #1TVSPORT
რუმინეთის ნაკრების მწვრთნელი გეორგე ჰაჯი - ვიცოდი, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით #1TVSPORT

რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგე ჰაჯიმ საქართველოს ეროვნულ გუნდთან „მიხეილ მესხი არენაზე“ ფრედ (1:1) დასრულებული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მე გუშინაც აღვნიშნე, ვიცოდი, რომ კარგ გუნდს ვეთამაშებოდით, მაგრამ ვცადეთ, ჩვენი ფეხბურთი გვეჩვენებინა. პირველ ტაიმში მომენტები შევქმენით, მეორე ნახევარში კი საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა. საბოლოოდ თამაშის გამოსწორება მაინც შევძელით“, – განაცხადა ჰაჯიმ.

„ჯვაროსნები“ ზაფხულის სანაკრებო შესვენების ფარგლებში მეორე შეხვედრას 5 ივნისს, კვლავ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ. ჩვენი ეროვნული გუნდი ბაჰრეინს უმასპინძლებს.