რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

რუმინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგე ჰაჯიმ 2 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა და ცნობილი გახდა, რომ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, „რაიო ვალეკანოს“ მცველი ანდრეი რაციუ ნაკრებში გამოძახებულია, მაგრამ საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს, რადგან 27 მაისს „კრისტალ პალასთანკონფერენს ლიგის ფინალური მატჩისთვის ემზადება.

მეკარეები: იონუტ რადუ („სელტა ვიგო“, ესპანეთი), ოტო ჰინდრიჩი („ლეგია“, პოლონეთი);

მცველები: ანდრეი რაციუ („რაიო ვალეკანო“, ესპანეთი), ტონი სტრატა („ვიტორია გიმარეში“, პორტუგალია), დეიან სორესკუ („გაზიანთები“, თურქეთი), რადუ დრაგუშინი (ტოტენჰემი, ინგლისი), ვირჯილ გიტა („ჰანოვერი“, გერმანია), ბოგდან რაკოვიცანი („რაკოვი“, პოლონეთი), ანდრეი ბურიცა („იუნან იუკუნი“, ჩინეთი), ლისავ ეისატი („მაკაბი ჰაიფა“, ისრაელი);

ნახევარმცველები: მარიუშ მარინი („პიზა“, იტალია), რაზვან მარინი (აეკ, საბერძნეთი), ნიკოლა სტანტიუ („დალიანი“, ჩინეთი), ვლად დრაგომირი (პაფოს, კვიპროსი), მარიუს კორბუ („ფერენცვაროში“, უნგრეთი), დენსი მანი (პსვ, ნიდერლანდები), იანის ჰაჯი („ალანიასფორი“, თურქეთი), ვალენტინ მიჰაილი („რიზესპორი“, თურქეთი).

თავდამსხმელები: იანის სტოიკა („ეშტრელა ამადორა“, პორტუგალია), დენის დრაგუში („გაზიანთეფი“, თურქეთი), ფლორინელ კომანი („ალ-გარაფა“, კატარი), ლუის მუნტეანუ („DC იუნაიტედი“, აშშ).​

საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, 21:00 საათზე მიხეილ მესხი სახლობის სტადიონზე გაიმართება.