საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. 2 ივნისს პლოეშთში რუმინეთთან, 6 ივნისს კი ნიდერლანდებს ესტუმრება.
პირველ მატჩს ბერძენი მსაჯების ბრიგადა გაუძღვება, მთავარი არბიტრი იქნება ანასტასიოს სიდიროპულოსი, ხოლო ასისტენტები – პოლიქრონის კოსტარასი და ლაზაროს დიმიტრიადი, მეოთხე მსაჯად რუმინელი ანდრეი ჩივულეტე იმუშავებს. 41 წლის ანასტასიოსი სიდიროპულოსი ფიფა-ს მსაჯი 2011 წლიდანაა.
რუმინეთი-საქართველოს თამაში გაიმართება 2 ივნისს პლოეშტში, „ილიე ოანას“ სტადიონზე და 22:45 საათზე დაიწყება.