„ბაიერნის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ უმაღლესი შეფასება მისცა მიუნხენური გუნდის პოლონელ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის თამაშს 2019-20 წლების სეზონში.
„ბუნდესლიგის ერთ სეზონში 34 გოლის გატანა საოცარი მიღწევაა. მხოლოდ გერდ მიულერი ახერხებდა ოდესღაც ამაზე მეტს. ვულოცავ და მადლობას ვუხდი რობერტს. ის მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია“, – მოჰყავს რუმენიგეს სიტყვები „ბაიერნის“ ოფიციალურ საიტს.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ წელს მორიგი ჩემპიონობა მოიპოვა, მეორე ადგილზე დორტმუნდის „ბორუსია“ გავიდა, მესამეზე – „ლაიპციგი“, მეოთხეზე კი მიონხენგლადბახის „ბორუსია“. ეს გუნდები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.
რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის „ბაიერნში“ 2014 წელს გადავიდა თავისუფალი აგენტის სტატუსით და მისი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2023 წლამდეა ძალაში.