რუისი ჯოშუაზე 20 კილოგრამით მძიმე აღმოჩნდა
რუისი ჯოშუაზე 20 კილოგრამით მძიმე აღმოჩნდა

ბრიტანელი ენტონი ჯოშუასა და მექსიკელი ენდი რუისის ბრძოლის წინ აწონვის ტრადიციული ცერემონია გაიმართა.

მექსიკელის წონამ 128.6 კილოგრამი შეადგინა, ბრიტანელი კი 108 კილოგრამს იწონის. ორივე მოკრივე ბრძოლის წინ დებდა პირობას, რომ წონას დაიგდებდა, მაგრამ დანაპირები მხოლოდ ჯოშუამ შეასრულა.

აღვნიშნავთ, რომ ეს არის რუისის კარიერაში ყველაზე დიდი წონა. ჯოშუასთან პირველი ბრძოლის დროს, რომელიც ტექნიკური ნოკაუტით მოიგო, მექსიკელი 121.5 კილოგრამს იწონიდა.

ბრძოლა 7 დეკემბერს საუდის არაბეთში გაიმართება. ეს არის სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ორთაბრძოლა. რუისი იცავს WBA-ის, WBO-სა და IBF-ის ტიტულებს.