რუი ჰაჩიმურა „ვაშინგტონს“ მინიმუმ ხუთი შეხვედრის მანძილზე ვერ დაეხმარება
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ახალწვეული რუი ჰაჩიმურა „ვაშინგტონისთვის“ ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. იაპონელი ცენტრი მატჩში საშუალოდ 13.9 ქულასა და 5.8 მოხსმას აგროვებს. ბოლო ჩატარეული 8 მატჩიდან ჰაჩიმურამ ყველა შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა.
„დეტროიტთან” 133-119 მოგებულ მატჩში ახალგაზრდა იაპონელმა საზარდულის ტრავმა მიიღო. როგორც შემდგომ გაირკვა რუი „ვაშინგტონს” მინიმუმ 5 შეხვედრაში ვერ დაეხმარება.