„იუვენტუსის“ ცენტრალურ მცველ დანიელ რუგანით „არსენალი“ იყო დაინტერესებული, თუმცა იტალიელებმა ინგლისელების ყველა შემოთავაზება დაბლოკეს. საბოლოო ჯამში კი პრემიერ ლიგაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და რუგანის ბედი კვლავ გაურკვეველია.
მის გადაბირებას რომაელებიც ცდილობენ, მაგრამ ტურინელები ჯერჯერობით მათაც უარს ეუბნებიან. სავარაუდოდ, „იუვენტუსი“ მაინც დათანხმდება „რომას“ წინადადებას და ერთწლიანი არენდით, ხუთ მილიონ ევროდ და კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით რუგანის სწორედ „რომა“ დაიმატებს.