ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) კორონავირუსით პირველი დაინფიცირებული რუდი გობერი და დონოვამ მიჩელი სრულად გამოჯანმრთელდნენ. ორივე კალათბურთელს, განსაკუთრებით დონოვან მიჩელს, COVID 19 ძალინ იოლ ფორმებში ჰქონდათ.
ამერიკელს გობერისგან განსხვავებით ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები (ხველა, სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა) საერთოდ არ აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ლიგაში რამდენიმე კალათბურთელს და ორგანიზაციის წევრებს აქვთ დადასტურებული კორონავირუსი.