„რუბინში“ კიდევ ერთი ქართველი მოემზადება - „ზენიტის“ გაზრდილი ვახანიას ბედი მალე გადაწყდება #1TVSPORT
„რუბინში“ კიდევ ერთი ქართველი მოემზადება - „ზენიტის“ გაზრდილი ვახანიას ბედი მალე გადაწყდება #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიასთან და „რუბინთან“ ერთად თურქეთის ქალაქ ბელეკში კიდევ ერთი ქართველი მცველი გაემგზავრება და სეზონისთვის ყაზანელებთან ერთად მოემზადება.

ეს ფეხბურთელი ილია ვახანიაა. 20 წლის მცველი პეტერბურგის „ზენიტის“ აკადემიის აღზრდილია და გუნდის დუბლშემადგენლობის მოთამაშეა. ის ამპლუით მარჯვენა მცველია. პორტალი Transfermarkt ფეხბურთელის სატრანსფერო ფასს 150 ათას ევროდ აფასებს.

გამოცემა „ჩემპიონატის“ ცნობით, ილია ვახანიასთან თანამშრომლობაზე გადაწყვეტილებას, „რუბინის“ სამწვრთნელო სტაფი თურქული შეკრების შემდეგ მიიღებს.

პეტერბურგის აკადემიის აღზრდილი მიმდინარე სეზონში რუსეთის პირველი ლიგის „ზენიტი 2“-ში თამაშობს. მხრის ტრავმის გამო აგვისტოსა და სექტემბერში არ უთამაშია, შემდეგ კი 9 თამაში ჩაატარა (8 სასტარტოში) და ორი ყვითელი ბარათიც მიიღო. ფეხბურთელს 14 იანვარს 21 წელი შეუსრულდება.

ვახანია იყო რუსეთის 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი. ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ევროს საკვალიფიკაციო ეტაპის სამი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ყაზანური კლუბის პირველი შეკრება 11-დან 23 იანვრამდე გაიმართება.