„რუბინში“ არ იციან, როდის დაუბრუნდება გუნდს კვარაცხელია
„რუბინში“ არ იციან, როდის დაუბრუნდება გუნდს კვარაცხელია

ტატარინფოს“ ცნობით, ყაზანის „რუბინში“ ჯერ კიდევ არ იციან, როდის შეუერთდებიან გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ჰვანგ იმ ბომი და კარლ სტარფელტი.

საქმე ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, ორივე დანარჩენ ფეხბურთელს კორონავირუსი ეროვნული გუნდების შეკრებაზე ყოფნის დროს დაუდასტურდათ.

„ვითარება ჩვენზე არანაირად დამოკიდებული არ არის. ველოდებით, მათ უარყოფითი ტესტები როდის ექნებათ. ჩვენ ასევე ველოდებით იმ ქვეყნების ხელისუფლებას, სადაც ისინი იმყოფებიან და როდის დართავენ მათ გამგზავრების უფლებას“, – განაცხადა ყაზანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ნოემბრის შეხვედრებზე იყო გამოძახებული, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო2020-ის ფინალამდე კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა.