ზურიკო დავითაშვილმა ყაზანის „რუბინის“ ფორმით თურქულ შეკრებაზე ისევ გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა, მაგრამ ეს გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი მაინც არ გამოდგა.
მორიგ საკონტროლო შეხვედრაში ყაზანელები ყაზახეთის ვიცე-ჩემპიონს, ალმატის „ყაირატს“ შეხვდნენ და 2:3 დამარცხდნენ. „რუბინში“ დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია არ ძირთად შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე მეორე ნახევარშიც არ გამოჩენილა.
დავითაშვილმა თავი მეორე ნახევარში გამოიჩინა. პირველ ტაიმში, მოულოდნელად, რუსეთის პრემიერლიგელს „ყაირატმა” დიდი ანგარიშით, 3:0 აჯობა. ყაზანელებმა სხვაობა მეორე ტაიმში მინიმუმამდე დაიყვანეს. დავითაშვილმა 76-ე წუთზე პენალტი უნაკლოდ გამოიყენა და ანგარიში შეამცირა, ხოლო 90-ე წუთზე კი მისი გადაცემით ოლივერ აბილდგორმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2 ყაზახების სასარგებლოდ.