„რუბინმა“ კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაასახელა - ყაზანელები ქართველში 30 მილიონს ითხოვენ და გრანდების ინტერესს ადასტურებენ #1TVSPORT
„რუბინმა“ კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი დაასახელა - ყაზანელები ქართველში 30 მილიონს ითხოვენ და გრანდების ინტერესს ადასტურებენ #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალურად პირველად დაასახელა თანხა, რომლის საფასურადაც კლუბი მზადაა, რომ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გაყიდოს.

ამ თემაზე „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

„ჩვენი ფასი ხვიჩას ტრანსფერისთვის 30 მილიონი ევროა”, – ამ მოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი განცხადებით იაროვინსკიმ ნათელი შეიტანა საკითხში, რომელიც ბოლო თვეებში განსაკუთრებით აქტუალურია.

„რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ასევე მიუთითა, რომ ქართველის ტრანსფერით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ.

„ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბმა „რუბინს“ უკვე მიმართა. ხვიჩას ტრანსფერის შესახებ წინადადევები კონკრეტულია“.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური და არაოფიციალური წყაროებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელით ევროპის ტოპ-5 ლიგის ყველა ქვეყნის 15 გუნდი დაინტერესდა.