ხვიჩა კვარაცხელიამ და ზუკა დავითაშვილმა ვარჯიში განაახლეს. საქმე ისაა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ყაზანის „რუბინის“ ხელმძღვანელებმა მიიღეს.
გუნდმა ვირუსული ინფექციის გავრცელების საფრთხის გამო ხუთდღიანი პაუზა გამოაცხადა, ახლა კი ყაზანის „რუბინის“ მოთამაშეებმა საკლუბო ბაზაზე ინდივიდუალური ვარჯიშები სიფრთხილის ზომების დაცვით დაიწყეს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
„რუბინის“ ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მოთამაშეები სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობენ, სადაც სრულადაა დაცული უსაფრთხოების ყველა ნორმა, რაც ღონისძიებებში მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვას ნიშნავდა. ფეხბურთელები უახლოეს დღეებშიც ვარჯიშს ამ რეჟიმში გააგრძელებენ. აღსანიშნავია, რომ გუნდმა და საკლუბო ბაზის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი მიიღეს.