„რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი - კვარაცხელია ნიჭიერია, მაგრამ ტოპ-გუნდში სათამაშოდ სტაბილურობა სჭირდება #1TVSPORT
თურქეთის ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გიოქდენიზ კარადენიზმა ყაზანური კლუბის ამჟამინდელ ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა.
– ხვიჩას მიმდინარე სეზონზე მხოლოდ გოლი და საგოლე გადაცემა დაუგროვდა. როგორ ფიქრობთ, მასზე ამდენად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ ზაფხულში ევროპაში არ გაემგზავრა?
– მე არ ვეთანხმები კითხვის ამ ფორმულირებას. ანალოგიურად, „რუბინის“ ჩავარდნა „რაკუვასთან“ მარცხთან კავშირში არაა. თუ მოთამაშე კარგად არ თამაშობს, შესაძლოა ცუდად ვარჯიშობს ან თამაშებზე სასურველ დონეზე კონცენტრირებული არაა. თუ ადამიანს აქვს ნიჭი, მან ყოველთვის დაახლოებით ერთი და იგივე დონე უნდა აჩვენოს.
– ხვიჩაზე ამბობენ, რომ „ბორუსიას“ და „ტოტენჰემის“ დონისაა.
– დიახ, ის ნიჭიერი ფეხბურთელია. მაგრამ უმაღლეს ჩემპიონატებსა და საუკეთესო გუნდებში სათამაშოდ სტაბილურობა სჭირდება. ხვიჩას ვურჩევ, ჯერ „რუბინში“ მოიგოს რამე და თავი გამოიჩინოს. მან ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა და თუ რაიმე არ გამოსდის, არ უნდა დანებდეს. უნდა გააანალიზოს, რა არ გამოსდის. დიახ, ყველამ იცის, რომ ის ნიჭიერია, მაგრამ მან ეს მოედანზე რეგულარულად უნდა დაამტკიცოს.
– თქვენ ამბობთ, რომ ხვიჩამ ჯერ რაღაც უნდა მოიგოს რუსეთში, მაგრამ „რუბინი“ რუსეთში რაღაცის მოსაპოვებლად მზადაა?
– ძალიან საინტერესო ჩემპიონატი გაქვთ. თუ „რუბინი“ ზედიზედ სამ თამაშს მოიგებს, შეიძლება ოთხეულში მოხვდეს. ვინ იცის, იქნებ „რუბინმა“ სანაკრებო პაუზის შემდეგ დაიწყოს მოგება. დღევანდელ ჩამონათვალს რომ გადახედოთ, „რუბინს“ ღირსეული შემადგენლობა ჰყავს.
გიოქდენიზ კარადენიზი თურქი ფეხბურთელია, რომელიც თამაშობდა „ტრაბზონსპორსა“ და „რუბინში“. წლების განმავლობაში იყო თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი.