ყაზანის „რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას შესააძლო ტრანსფერზე ილაპარაკა. ფუნქციონერის თქმით, ქართველი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, კლუბში ზაფხულამდე დარჩება.
რა ვითარებაა დღეს ხვიჩასთან დაკავშირებით და იყო თუ არა ზამთარში რაიმე კონკრეტული მოთხოვნა? იაროვსკიმ ამ კითხვას უპასუხა.
„ტრანსფერზე მუდამ გვიკავშირდებიან. ზამთარში მისი წასვლა ნაკლებად სავარაუდოა. ხვიჩას ისეთი ნიჭი აქვს … მე პირადად ჩავიყვან მას ევროპაში მანქანით, საზღვრები დახურული თუ იქნება. მან ღირსეულ დიდ ევროპულ კლუბში უნდა ითამაშოს. მაგრამ ეს სწორ დროს უნდა მოხდეს. ხვიჩამ ახლახანს დაიწყო თამაში, ლიდერის როლის მორგება და ყველა მატჩის პირველივე წუთიდან ჩატარება. მასზე მუდმივად რაღაცაა დამოკიდებული. როდესაც ამას ფსიქოლოგიურად შეეჩვევა, გადასვლა აღარ გაუჭირდება. „რუბინისთვის“ ბედნიერებაა, რომ ასეთი დიდი, ნიჭიერი მოთამაშის მომზადებაში ასე თუ ისე რომ ვმონაწილეობთ. ხვიჩას კლუბში ერთი ზედმეტი დღითაც არავინ გააჩერებს. შემდეგ, როცა საჭირო იქნება, ის წავა. ყველაფერს თავისი დრო აქვს“, – ციტირებს იაროვინსკი „სპორტ-ექსპრესთან“.
კვარაცხელია „დინამო თბილისის“ აღზრდილია, მერე ითამაშა „რუსთავში“. 2019 წელს „რუბინში“ გადავიდა, მას შემდეგ როდესაც მოსკოვის „ლოკომოტივთან” კონტრაქტი ამოიწურა. მან საქართველოს ნაკრებში უკვე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.