ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელებმა კორონავირუსის ინფექციაზე (COVID-19) ტესტირება გაიარეს და საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან.
„რუბინში“ საქართველოს ნაკრების ორი შემტევი თამაშობს – ზუკა დავითაშილი და ხვიჩა კვარაცხელია. ყაზანელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ტესტირება გუნდის სამწვრთნელო სტაფის წევრებთან, სხვა მოთამაშეებთან და კლუბის თანამშრომლებთან ერთად გაიარეს და საგანგაშო არაფერი აღმოჩნდა.
„ყაზანურ კლუბში COVID-19-ზე ჩატარებული ანალიზების შედეგები ცნობილია -„რუბინში“ . ექიმების დასკვნის თანახმად, მოთამაშეებს, სამწვრთნელო შტაბის წევრებსა დაკლუბის თანამშრომლებს ინფექცია არ აღმოაჩნდათ“ – წერია ყაზანელთა Twitter-ზე გვერდზე.
თუმცა, საყოველთაო სიფრთხილის მიუხედავად, „რუბინმა“ კლუბის ბაზაზე ვარჯიში განაახლა. ყაზანური კლუბის ცნობით, არსებული ვითარება სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა ზომას.