„რუბინის“ ქართველებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
„რუბინის“ ქართველებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
ზამთრის შესვენებამდე, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი ყაზანის ბავშვთა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილებას ესტუმრნენ.
 
„რუბინის“ ქართველი მოთამაშეები საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ – მათ ახალგაზრდა პაციენტები და მათი მშობლები მოინახულეს, მომავალი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
„დღეს ჩვენ მივედით ბავშვებთან, რომლებიც აქ მკურნალობენ. ახალი წელი მოდის, ბავშვებს სიხარული სჭირდებათ და თუ ჩვენი მოსვლით ეს შევძელით, ბედნიერები ვართ. ძალიან სწორია, როდესაც ასეთი აქციები ტარდება. მოხარული ვარ, ბავშვებთან ერთად რომ გავერთეთ” – ამბობს ნიკა ყიფიანი.
ფეხბურთელები ასევე შეხვდნენ რონალდ მაკდონალდის სახლის მაცხოვრებლებს.
„მათ ბავშვებთან ერთად ითამაშეს და იცეკვეს. ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილისა და ნიკა ყიფიანის ვიზიტი რონალდ მაკდონალდის სახლში მათი მაცხოვრებლებისთვის საახალწლო ზღაპარი აღმოჩნდა, სადაც იყო სასიამოვნო თამაშები“ – წერს – „ტატარ-ინფორმ“.