„რუბინის“ მწვრთნელი - ყველაზე მეტად კვარაცხელია განიცდის, თამაში რომ არ მისდის #1TVSPORT
ყაზანის „რუბინმა“ ლიგის დებიუტანტ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ რუსეთის პრემიერლიგის მე-10 ტურის შეხვედრა 0:1 წააგო, ხვიჩა კვარაცხელიამ კი, რომელიც მოედანზე სათადარიგოებიდან გამოჩნდა, 49-ე წუთზე პენალტი გააფუჭა.
„რუბინის“ მთავარ მწვრთნელს, ლეონიდ სლუცკის პრესკონფერენციაზე კითხვები სწორედ კვარაცხელიას შესახებ დაუსვეს. აღმოჩნდა, რომ „ნიჟნი ნოვგოროდთან“ პენალტი ანდერს დრეიერს უნდა შეესრულებინა, მაგრამ ხვიჩამ თავად გადაწყვიტა დარტყმა.
„დიახ, ასეა. გუშინდელ ვარჯიშზე დრეიერს ვუთხარი, რომ პენალტის შემთხვევაში ის დაარტყამდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამ ეპიზოდში თავისას დაიცავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, – დაადასტურა სლუცკიმ.
„რა არის ახალ სეზონში კვარაცხელიას ასეთი ცუდი თამაშის მიზეზი?“, – „რუბინის“ მწვრთნელმა ამაზეც ილაპარაკა.
„არ ვიცი, რა არის მიზეზი. ეს ხვიჩას მეორე სეზონია. მას ყველა იცნობს და ყველას ესმის. მისთვის ეს გაცილებით რთულია და ცხადია, რომ აჟიოტაჟი, რომელიც მის გარშემო დიდი ხანია არსებობს, ცუდად მოქმედებს. მეორე სეზონი ყოველთვის ყველაზე რთული გამოწვევაა. ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ და არა მხოლოდ კვარაცხელიამ. ფაქტია, რომ ცუდად ვთამაშობთ“, – ამბობს სლუცკი.