„რუბინის“ გენერალური დირექტორის შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა - კვარაცხელიას სერიოზული არაფერი აწუხებს
ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია დაზიანდა, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ 12 ნოემბრის ისტორიული შეხვედრა ითამაშოს – ამის შესახებ რუსტემ საიმანოვმა განაცხადა.
ყაზანის „რუბინის” გენერალური დირექტორის თქმით, კვარაცხელიას ტრავმა დიდი ხანია აწუხებს.
„ხვიჩა ახალგაზრდაა და გასაკვირი არაა, რომ უმაღლეს დონეზე სტაბილურად თამაში უჭირს. გარდა ამისა, ის ბოლო მატჩებს ტრავმით თამაშობს. ასეა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების მატჩებიდან დაგვიბრუნდა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ის თამაშობს, თუნდაც ძლიერი ტკივილის მიუხედავად, მას გმირად აქცევს”, – განაცხადა საიმანოვმა.
თუმცა, შევიტყვეთ, რომ ხვიჩა თავს კარგად გრძნობს, ბოლო ტურშიც 90 წუთი ითამაშა და საშიში საერთოდ არაფერია. ასე რომ, ჩვენ მისი იმედი უნდა გვქონდეს.
ამავე დროს, საიმანოვმა უარყო ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის თაობაზე მას დორტმუნდის „ბორუსია” დაუკავშირდა.