„რუბინის“ გენერალური დირექტორი - კვრაცახელია ჯერ ისევ კარანტინშია, მაგრამ სიმპტომები არ აქვს
ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა „სპორტ-ექსპრესთან“ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიასა და გუნდის კიდევ ორ წევრის (ჰვანგ ინ ბომა, კარლ სტარფელტი) მდგომარეობაზე ისაუბრა, რომლებსაც თავიანთ ეროვნული გუნდებში ყოფნისას კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდათ.
„ჯერ ეროვნულ ნაკრებში გამგზავრებული ყველა მოთამაშე არ დაბრუნებულა. კორონავირუსის მქონე მოთამაშეები კარანტინში დარჩნენ. მადლობა ღმერთს, სამივეს კორონავირუსი სიმპტომების გარეშე აქვს. ყველა ახალგაზრდაა, ძლიერი იმუნიტეტი გააჩნიათ და არანაირი პრობლემა არ აქვთ. სამწუხაროა, რომ მათ ეს ახლა შეემთხვათ, მაგრამ ეს თანამედროვე რეალობაა და ვერაფერს გააკეთებ“, – განაცხადა საიმანოვმა „სპორტ-ექსპრესსთან“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კორონავირუსი საქართველოს ნაკრების შეკრებისას დაუდგინეს – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, ვირუსი აღმოაჩნდა „რუბინის“ ფიზიოთერაპევტს, რომელიც ფეხბურთელებთან პირბადის გარეშე მუშაობდა.
ეს ამბავი ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრამდე, ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალამდე მოხდა. 19 წლის ფეხბურთელი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა და ერთა ლიგის C2 ჯგუფის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.