„რუბინის“ გენერალური დირექტორი კვარაცხელიას კორონავირუსზე - მას საეჭვო სიმპტომებიც არ ჰქონდა
„რუბინის“ გენერალური დირექტორი კვარაცხელიას კორონავირუსზე - მას საეჭვო სიმპტომებიც არ ჰქონდა

ყაზანის „რუბინის“გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმასპორტ-ექსპრესთან“ კომენტარი გააკეთა გუნდის ლეგიონერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა.

„თქვენზე მეტი არ ვიცი. გუნდში ტესტებს მუდმივად ვატარებთ, ხვიჩას კი ყოველთვის უარყოფითი პასუხები ჰქონდა -საეჭვო პასუხიც კი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, დასანანია. მეორეს მხრივ, როგორც ვხვდები, ალბათ, ამ დაავადებას ყველა გადაიტანს. რა თქმა უნდა, მინდოდა ხვიჩას ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნახვა, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი თამაშია“, – განაცხადა საიმანოვმასპორტ-ექსპრესთან“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ კვარაცხელიასა და ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ თავდამსხმელს, ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.