„რუბინის“ გენერალური დირექტორი - „დორტმუნდი“ კვარაცხელიას ტრანსფერზე არ დაგვკავშირებია
„რუბინის“ გენერალური დირექტორი - „დორტმუნდი“ კვარაცხელიას ტრანსფერზე არ დაგვკავშირებია

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, რომ დორტმუნდის „ბორუსიამ“ ყაზანურ კლუბს ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის მოთხოვნით მიმართა.

„ჩვენ „ბორუსია“ კვარაცხელიას ტრანსფერზე არ დაგვკავშირებია. ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა“, – ამბობს საიმანოვი.

„თუ ხვიჩა რუბინს დატოვებს, მაშინ „ბორუსიას” მსგავს კლუბში გადავა?“ ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა ამ კითხვასაც უპასუხა.

„ეს კარგი კლუბია, დიახ“, – თქვა საიმანოვმა Sport24-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ქართველის ამჟამინდელი შეთანხმება ყაზანის კლუბთან 2024 წლის ზაფხულში მთავრდება და მისი ტრანსფერის ღირებულება 7,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული.