„რუბინი“ კვარაცხელიას ტრანსფერში თანხის მიღებას იმედოვნებს - ყველაფერი ფიფა-ზეა დამოკიდებული #1TVSPORT
„რუბინი“ კვარაცხელიას ტრანსფერში თანხის მიღებას იმედოვნებს - ყველაფერი ფიფა-ზეა დამოკიდებული #1TVSPORT

ყაზანის „რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა განაცხადა, მიიღებს თუ არა ყაზანური კლუბი ფულს „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში.

„ყველაფერი ფიფა-ს და უეფა-ს გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. მე მგონია, რომ ახლა ისევ არ იტყვიან, რომ ფეხბურთელები თავისუფალი აგენტები გახდნენ და არსებულ პირობებს კიდევ ცოტა ხნით გაახანგრძლივებენ, შემდეგ კი კონტრაქტების ვადა საერთოდ ამოიწურება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გონიერი აზრი გაიმარჯვებს, მაგრამ ყველაზე უარესისთვის ვემზადებით“, – განაცხადა რუსტემ საიმანოვმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ კონტრაქტი 2022 წლის მარტში შეაჩერა და იჯარით ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. იტალიური მედიის გავრცელებული ცნობით, ახალი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას, ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლიში“ 10 მილიონ ევროდ გადავა.

ხვიჩა კვარაცხელია „რუსთავიდან“ „რუბინში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. ჯამში 21 წლის ნახევარმცველმა ყაზანურ კლუბში 73 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის ინფორმაციით, ქართველი გარემარბის ღირებულება 15 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი თავდამსხმელის და სხვა ლეგიონერების წამოსვლის შემდეგ „რუბინმა“ რუსეთის ჩემპიონატში პოზიცია ვერ შეინარჩუნა, მე-15 ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში დაქვეითდა.