„მანჩესტერ სიტის“ მცველმა რუბენ დიაშმა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, – წერს „სიტის“ პრესსამსახური.
რუბენ დიაში „მანჩესტერ სიტიში“ გასული წლის ზაფხულიდან თამაშობს. მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 50 მატჩი მოდის. პორტუგალიელი 2020-21 წლების სეზონში პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
„ძალიან გახარებული ვარ ახალი კონტრაქტის გაფორმებით. კლუბში ყოფნის ყოველი წუთით სიამოვნებას ვიღებ. „მანჩესტერ სიტიში“ გამოსვლამ ჩემს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან სასიამოვნოა ასეთი დაუჯერებელი გუნდის ნაწილად ყოფნა, – განაცხადა დიაშმა.