რთული დაპირისპირების მოლოდინში - საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს შეხვდებიან 
რთული დაპირისპირების მოლოდინში - საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს შეხვდებიან 

ბათუმში, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მე-5 ტურის პარტიები გაიმართ. მოულოდნელობაა, რომ 5 ტურის შემდეგ საქართველოს ქალთა მე-2 ნაკრები 9 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო პირველი ნაკრები – მე-6-ზე.

ქალთა მეორე ნაკრების მწვრთნელმა, პარმენ გელაზონიამ პირველი ეტაპზე გუნდის გამოსვლა პირველ არხთან შეაფასა.

„ძალიან კარგი სტარტი გვქონდა, რადგან შეკრული, ერთსულოვანი გუნდი ჩამოყალიბდა და ყველა დაფაზე საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. ძლიერი გუნდები დავამარცხეთ განსაკუთრებით, უნგრეთთან მოგებამ გამახარა. თურქეთის დიდი ანგარიშით დამარცხებაც რთული იყო. იმედია, ოლიმპიადის ბოლომდე ასე გავაგრძელებთ და კარგი შედეგი გვექნება“ – ამბობს გელაზონია.

დღეს მოჭადრაკეები ისვენებენ. კვირას კი მეექვსე ტურის მატჩებია და ერთმანეთს საქართველოს ქალთა პირველი და მეორე ნაკრებები შეხვდებიან. გელაზონიამ კომენტარი ხვალინდელ დაპირისპირებაზეც გააკეთა: „რა თქმა უნდა, ჩვენს შეხვედრაში ფავორიტი ქალთა პირველი ნაკრებია. მაგრამ თუ არ შეგვაფასებენ, ყველანაირი შედეგია მოსალოდნელი. კარგია, რომ ახლა ვხდებით და არა ბოლო ტურებში. რთული დაპირისპირება იქნება და საუკეთესო გაიმარჯვებს“.