ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი განახლდა - ლეიკერსის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ჰიუსტონთან (ვიდეო)
13:13, 22.02.2019
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულში ყველა ვარსკვლავის კვირეულის შემდეგ მორიგი საინტერესო მატჩები გაიმართა.
უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო ლეიკერსმა. ლოსანჯელესელებმა საკუთარ სტეიპლს ცენტრშიჰიუსტონ როკეთსს უმასპინძლეს და 111-106 მოიგეს. ლუკ ვოლტონის გუნდში საუკეთესო ლებრონ ჯეიმსი იყო (29 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასი). ორმაგი დუბლი გაიფორმა ბრენდონ ინგრემმა (27 ქულა, 13 მოხსნა). კაელ კუზმამ მატჩი 18 ქულით დაასრულა. ტეხასელთა შორის მორიგი 30 ქულიანი მატჩი ჩაატარა ჯეიმს ჰარდენმა. 23 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა კრის პოლს. სამმაგ დუბლამდე მას 1 პასი დააკლდა.
საკუთრი მატჩი წააგო ლეიკერსის უშუალო კონკურენტმა საკრამენტომ. კინგზმა მატჩი მოქმედ ჩემპიონატ გოლდენ სტეიტ ვორიორზთან სტუმრად 125-123 დათმო.
საინტერესო მატჩი შედგა მილუოკიში, სადაც აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი ბაკსიბოსტონ სელტიკსს დაუპირირსპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1 ქულის სხვაობით, 98-97 სძლია. 30 ქულითა და 13 მოხსნით და 6 პასით საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო. 15 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა კრის მიდლტონს. ბრედ სტივენსის გუნდში ყველაზე მეტი 22 ქულა კაირი ირვინგის ანგარიშზეა.