აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ქალთა დივიზიონის (strawweight) ყოფილი ჩემპიონი როუზ ნამაიუნასი ჯესიკა ანდრაჟთან რევანშის აღებას 11 ივლისს შეეცდება. დიდი ალბათობით,ა დაპირისპირება საბრძოლო კუნძულზე გაიმართება.
თავდაპირველად, ეს ბრძოლა UFC 249-ზე უნდა შემდგარიყო, თუმცა როუზს პირადი მიზეზების გამო შეხვედრაზე უარის თქმა მოუწია. 27 წლის ნამაიუნასს კორონავირუსით ოჯახის ორი წევრი დაეღუპა.
შეგახსენებთ, რომ ჯესიკა ანდრაჟმა ჩემპიონის ტიტული სწორედ ნამაიუნასის დამარცხებით მოიპოვა, თუმცა მოგვიანებით ბრაზილიელმა ქამარი ჟანგ ვეილისთან მარცხის შემდეგ დათმო.