ქალთა შორის ქვემსუბუქი (strawweight) წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი როუზ ნამაიუნასი, რომელსაც 18 აპრილს UFC 249-ზე ჯესიკა ანდრადესთან უნდა ებრძოლა, ასპარეზობას გამოეთიშა. ამჯერად ამის ოფიციალური მიზეზი ცნობილი ჯერჯერობით არ არის.
ჯესიკა ანდრადე ამჟამად ახალი მეტოქეის მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ორგანიზაცია ბრაზილიელი მებრძოლისთვის ახალი მოწინააღმდეგის პოვნას ესოდენ მცირე დროში.
„ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად მზად ვართ. ჩვენ ბრაზილიაში ბრძოლის გამართვამდე არ გავემგზავრებოთ.”- განაცხადა ანდარეს მენეჯერმა ტიაგო ოკამურამ.
შეგახსენებთ, რომ ეს განმეორებითი ბრძოლა უნდა ყოფილიყო როუზსა და ჯესიკას შორის. პირველი დაპირისპირება ანდრადეს გამარჯვებით დასრულდა.